

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს, 4 იანვარს, საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომაზე ახალი ფრაქციის შექმნის საკითხს განიხილავენ.
კომისიის თავმჯდომარე მიხეილ გელაშვილის ინფორმაციით, 26 დეკემბერს დეპუტატებმა რომან შერგელაშვილმა, კობა გოგსაძემ და გოგი ლაცაბიძემ საკრებულოს აპარატში ახალი ფრაქციის, სახელწოდებით „დემოკრატები“, შექმნის მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.
მიხეილ გელაშვილი ამბობს, რომ თუ კომისია ფრაქციის შექმნას მხარს დაუჭერს, გადაწყვეტილება საკრებულოს ბიუროს წარედგინება და საკრებულო ცნობად მიიღებს, ხოლო უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში საკრებულოს სხდომაზე ფრაქციის შექმნისთვის კენჭისყრა გაიმართება.
თამთა გოგოლაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის