ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის, შორენა ყანჩაველის ინფორმაციით, 2016 წელს ხარაგაულში მხოლოდ ერთი ახალშობილის დაბადება დაარეგისტრირეს.
„მოგეხსენებათ, ხარაგაულში სამშობიარო არ გვაქვს, – განმარტავს შორენა ყანჩაველი, – ამიტომ ახალშობილთა რეგისტრაცია მათი დაბადების ადგილზე ხდება. ეს ერთი დაბადების მოწმობაც წინა წლებში დაბადებულზე გაიცა.“
ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წელს გარდაცვალების 312, ქორწინების 41, განქორწინების 7 მოწმობა გაიცა.
ხარაგაულში 2016 წელს პირადობის მოწმობა 2 083-მა პიროვნებამ აიღო, ხოლო საქართველოს მოქალაქის პასპორტი – 1 575-მა მოქალაქემ.
ხარაგაულის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძის, ინფორმაციით, მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 2016 წელს ერთჯერადი თანხა 197 ახალშობილზე გაიცა.
ნანა კიკნაძე ამბობს, რომ ხარაგაულში მოსახლეობა ამ პროგრამის შესახებ მაქსიმალურად ინფორმირებულია და ამდენად, ახალშობილთა რაოდენობაც ზუსტია.
მისივე ინფორმაციით, პირველი შვილის დაბადების შემთხვევაში ოჯახი 100 ლარს იღებს, ხოლო ყოველი მომდევნო შვილის დაბადების შემდეგ თანხა 50-50 ლარით იზრდება. ტყუპების დაბადების შემთხვევაში ოჯახს 500 ლარი გადაეცემა.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების