

ხარაგაულში, ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მცხოვრები ბავშვები ნაძვის ხის სათამაშოების დასამზადებლად, ხარაგაულის კინოთეატრის შენობის ფოიეში მიიწვიეს.
შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. ამ სამსახურის უფროსის ნანა კიკნაძის თქმით, პროექტში სპეციალური საჭიროების მქონე ასი ბავშვი ჩაერთვება.
„მონაწილეებს ოთხ ჯგუფად მივიღებთ. დღეს, 5 იანვარს, დილით ვუმასპინძლეთ ჩხერიმელას ხეობის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს, დღის 13 საათზე გვეწვევიან კიცხის ზონის ახალგაზრდები. 6 იანვარს ძირულას ხეობის, დაბა ხარაგაულისა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებნი.
ნანა კიკნაძის თქმით, მსგავსი ტიპის სოციალური პროგრამები გაგრძელდება და ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.
სოციალური პროექტის „ჩემი მარჯვე ხელები“ ინიციატორი რუსუდან გურგენიძე მიიჩნევს, რომ ასეთი აქციები ბავშვების წახალისებასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი მაია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ დღევანდელი ღონისძიება მისასალმებელია, რადგან მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ პროექტში და დიდი სიხარულით ამზადებენ სათამაშოებს.
მოლითში მცხოვრები მაკა ტალახაძე ამბობს, რომ მისი შვილი, მათე, გახარებული და კმაყოფილია, რადგან თავისი მარჯვე ხელებითა და უფროსების დახმარებით დაამზადა მამალი, რომლითაც ნაძვის ხეს დაამშვენებს.
თამთა გოგოლაძე



ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი