ეს ინფორმაცია ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატისგან – კობა ლურსმანაშვილისგან – მოვიპოვეთ.
დეპუტატის ბიურო სამი თანამშრომლით დაკომპლექტდება და ოთარ ლურსმანაშვილი უხელმძღვანელებს. ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩა #59-ში განთავსდება, სადაც წინამორბედი დეპუტატის ბიურო ფუნქციონირებდა.
კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ, შესაძლოა, ბაღდათში დეპუტატის ბიუროსთვის კვალიფიციური კადრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდეს.
მისივე თქმით, სავარაუდოდ,ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატ შალვა კიკნაველიძესთან შეთანხმებით, ზესტაფონში დეპუტატის ბიუროს ოფისში ერთი თანამშრომელი დაემატოს, რომელიც ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში შემავალი ზესტაფონის ხუთი სოფლის მოსახლეობას მოემსახურება.
პარლამენტარ კობა ლურსმანაშვილის თქმით, დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებს ინტენსიური კონტაქტი ექნებათ სოფლის მოსახლეობასთან.
„შევეცდები, მაქსიმალურად ხშირად შევხვდე ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლებს,“ – ამბობს დეპუტატი.
თამთა გოგოლაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების