

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღები განისაზღვრა.
სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ივნისს დამთავრდება.
იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს განახლდება, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წელი 15 ივნისის წინა პარასკევს დასრულდება.
პირველი კლასების მოსწავლეებისთვის სწავლა 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთათვის 20 მაისს შეწყდება.
ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გაგრძელდება, ხოლო საგაზაფხულო არდადეგები – 8 მარტიდან 15 მარტამდე.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის