8 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური გაიმართება.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დირექტორის, მარინა ხვედელიძის, ინფორმაციით სკოლა მზადაა, უმასპინძლოს ოლიმპიადის მონაწილეებს.
მისი თქმით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით იმდენად ცოტა მოსწავლე მონაწილეობს ოლიმპიადის მეორე ტურში, რომ სკოლაში მხოლოდ ერთი საკლასო ოთახის გამოყოფა აღმოჩნდა საკმარისი; მაშინ, როცა, გასულ წლებში ოლიმპიადის მეორე ტურში გადასულ ხარაგაულელ მოსწავლეთა რაოდენობა თითოეულ საგანში ასამდეც კი აღწევდა.
მარინა ხვედელიძე ამბობს, რომ ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ოლიმპიადის მონაწილეებს, თავიანთი ცოდნის გამოსავლენად, მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის.
მისივე ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში ხარაგაულის #3 საჯარო სკოლიდან ხუთი მოსწავლე გადავიდა. მარინა ხვედელიძეს მიაჩნია, რომ ოლიმპიადის პირველმა ტურმა მოსწავლეების ცოდნის დონის რეალური სურათი აჩვენა.
ხარაგაულში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურს პედაგოგები დალი ლურსმანაშვილი, ციური სულამანიძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის დამკვირვებელი ჩაატარებენ.
ოლიმპიადის მეორე ტური 8 იანვარს ფიზიკაში, ფრანგულსა და ინგლისურ ენაში გაიმართება;
9 იანვარს – მათემატიკასა და გეოგრაფიაში;
10 იანვარს – ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
11 იანვარს – ბიოლოგიასა და რუსულ ენაში;
12 იანვარს – ქიმიასა და გერმანულ ენაში.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ზუსტი განრიგის, თითოეული საგნისათვის გამოყოფილი დროისა და მაქსიმალური ქულების შესახებ ინფორმაციას გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.
ოლიმპიადის მონაწილე მოსწავლეებს წარმატებებს ვუსურვებთ.
თამთა გოგოლაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების