

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ოცი სტუდენტი მაისში რამდენიმე დღით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
სტუდენტებმა თითქმის მთელი მუნიციპალიტეტი შემოიარეს, გაეცვნენ ჩვენს ყოფა-ცხოვრებას, პრობლემებს, შეხვდნენ საინტერესო ადამიანებს და პროექტის „გზავნილი საქართველოს რეგიონებიდან“ ფარგლებში ჟურნალი „გზავნილი ხარაგაულიდან“ შექმნეს.
პროექტი „გზავნილი საქართველოს რეგიონებიდან“, ასოცირებული პროფესორის, მაია ტორაძის, ხელმძღვანელობით, უკვე ოთხი წელია, ხორციელდება.
სხვადასხვა წლებში სტუდენტები იმყოფებოდნენ მცხეთაში, ახალციხეში, ახალქალაქში, ახმეტაში, ონში, ამბროლაურში, საგარეჯოში, თიანეთში, ჭიათურაში და თორმეტი ჟურნალისტური პროდუქცია შექმნეს.
4 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალების „გზავნილი ხარაგაულიდან“ და „გზავნილი ჭიათურიდან“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე სტუდენტებმა ისაუბრეს ჟურნალების შექმნის პროცესზე, მიღებულ გამოცდილებაზე, სირთულეებსა და იმ მთავარ გზავნილებზე, რომლებიც ხარაგაულსა და ჭიათურაში ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს.
პრეზენტაციაზე ხარაგაულსა და ჭიათურაში გადაღებული საუკეთესო ფოტოების გამოფენა და რეგიონებში მუშაობის ამსახველი დოკუმენტური ფილმები ვიხილეთ.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შოთა ლომიძის ფოტოები

ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის