

დღეს, 10 ნოემბერს, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ეზოში ახალი პროექტის „შემოდგომა იმერეთში“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება ხარაგაულელი პოეტის, გივი გოგოლაძის, ლექსით „მე და ცოლიკაური“ გახსნა მუზეუმის თანამშრომელმა ალეკო ტაბატაძემ. დამთვალიერებელი ინტერესით გაეცნო ზემო იმერეთისათვის დამახასიათებელ ტრადიციულ ნივთებსა და შემოდგომის ნობათს.
მუზეუმის ეზოში ფონდში დაცული იმ ფოტოების გამოფენა მოეწყო, რომლებზეც ჩვენი წინაპრები და ზემო იმერეთის საშემოდგომო ტრადიციებია ასახული.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, ნინო დიდიძის, ინფორმაციით ახლახან მუზეუმის ფონდში დაცული ფოტოფირების აღდგენა დაიწყო და მუზეუმი პერიოდულად ფოტო გამოფენებს უმასპინძლებს.
ხალხური შემოქმედების სახლის მოსწავლეებმა ღონისძიება სიმღერებითა და ლექსებით გაალამაზეს. ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს ნაწყვეტი სპექტაკლიდან „დარისპანის გასაჭირი“.
ღონისძიების სტუმრები მასპინძლებმა შემოდგომის ნობათით დახუნძლულ სუფრასთან მიიწვიეს.
პროექტის ფარგლებში გაიმართა ოჯახური წესით დამზადებული ღვინოების გამოფენა, დაჯილდოვდნენ ის მეღვინეები, რომლებიც წლების მანძილზე ხარაგაულში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას ხელს უწყობდნენ.
ნინო დიდიძის თქმით, პროექტი „შემოდგომა იმერეთში“ ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და მუზეუმი მას ყოველწლიურად უმასპინძლებს.
თამთა გოგოლაძე
ავტორის ფოტორეპორტაჟი

„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების