

ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე, რახიელას ღელეზე გამავალი საავტომობილო ხიდი 18 ოქტომბრის შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელთა მოთხოვნით გადაიკეტა.
ხიდი ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობიდან სამშენებლო მასალებით ნორმაზე მეტად დატვირთული მანქანების გადაადგილებამ დააზიანა.
რკინიგზის მშენებელმა კომპანიამ, შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ,“ ხიდის რეაბილიტაციის პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტს გასული კვირის ბოლოს წარუდგინა.
დეპარტამენტმა, მისი წარმომადგენლის, დავით კაჭახიძის ინფორმაციით, ხიდის პროექტი დაიწუნა.
„ახალი რკინიგზის მშენებელმა კომპანიამ ხიდზე დროებითი გადასასვლელის პროექტი წარმოგვიდგინა, რომელზეც მხოლოდ მათ მანქანებს უნდა ევლოთ, – ამბობს დავით კაჭახიძე, – ერთი მეტრი სიგანისა და ერთი მეტრი სიგრძის ორი კონსტრუქცია ხიდზე უნდა დაედოთ და ზემოდან არმატურის ბადე გადაეფარებინათ. პროექტი დავიწუნეთ, რადგან ხარაგაული არ არის სამშენებლო მოედანი ან ავტოსამრეცხაო, სადაც შეიძლება მახინჯი კონსტრუქცია დაამონტაჟო.“
დავით კაჭახიძის თქმით, აუცილებელია, რომ დროებით გადასასვლელზე მსუბუქი ავტომანქანებიც გადაადგილდნენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადასასვლელი უსაფრთხო უნდა იყოს. ამავე დროს, სკოლის მომდებარედ არმატურის ბადეების გაკეთება დაუშვებელია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახალი რკინიგზის მშენებელი კომპანიისგან ხიდის რეკონსტრუქციის ახალ პროექტს ითხოვს.
დავით კაჭახიძე ამბობს, რომ პროექტის დროულად მომზადება კომპანიის ინტერესშია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში რახიელას ხიდის რეაბილიტაციის პროექტს ამ კვირის ბოლოსთვის ელოდებიან.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი