

ესთეტიკური აღზრდის ცენტრის ორგანიზებით თბილისში ქართული ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის რესპუბლიკური ფესტივალი ჩატარდა.
ფესტივალში ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი (ხელმძღვანელი ვასილ კიკნაძე) მონაწილეობდა.
მოსწავლეთა სახლის დირექტორის, მაია ბლუაშვილის ინფორმაციით, ფესტივალზე ხარაგაულელები ორი სიმღერით – „ოდელი დელა“ და „ვაიდა ბოშო“ წარდგნენ.
„ანსამბლის გამოსვლის შემდეგ ჟიურის თავმჯდომარე მზია მუქაშავიძემ დიდი მადლობა გადაგვიხადა და აღნიშნა, რომ ხარაგაულელებმა სცენაზე ნამდვილი იმერული ფოლკლორი გააცოცხლეს, – ამბობს მაია ბლუაშვილი, – ამ წუთებში შემატყობინეს, რომ ფესტივალის მთავარი ჯილდო – გრან-პრი დავიმსახურეთ. ძალიან გახარებული ვარ. მადლობას ვუხდი ანსამბლის ხელმძღვანელს და თითოეულ წევრს.“
ესთეტიკური აღზრდის ცენტრი ფესტივალს წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე ატარებს.

განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს