

ამ დილით რედაქციაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები მოვიდნენ და მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ააიპ „ხარაგაულდასუფთავების“ თანამშრომლები ვიქტორ კაკულია, სოსო ბაკურაძე და გრიგოლ გლუნჩაძე ამავე ააიპ-ის ხელმძღვანელის, თემურ ფურცელაძის, ნაკვეთში მუშაობენ.
ამ ფაქტის დასადასტურებლად ფოტოც მოგვაწოდეს.
მათი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა და „ხარაგაულდასუფთავების“ სამსახურის უფროსი სამუშაო საათებში საკუთარი მიზნებისთვის თანამშრომლებს ხშირად ამუშავებს.
ინფორმაციის გადამოწმებას ზემოთხსენებულ პიროვნებებთან შევეცადეთ. თუმცა, ტელეფონით მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. გრიგოლ გლუნჩაძემ სატელეფონო ზარს არ უპასუხა, ხოლო დანარჩენი ორის მობილური გათიშული აღმოჩნდა.
რაც შეეხება, თავად თემურ ფურცელაძეს, მან საკუთარ ნაკვეთში სამუშაო საათებში თანამშრომლების მუშაობის ფაქტი უარყო.
„ჩემ პირად ნაკვეთში მუშაობენ? ძალიან დაუშავებია, ვიღაცამ ეგ თქვა. მაგის გადამოწმება პრობლემა არ არის. ერთად წავიდეთ და ვნახოთ, – გვიპასუხა თემურ ფურცელაძემ, – ეგენი 2 საათამდე მუშაობენ. 2 საათის შემდეგ არ ვუშლი, – უნდა თავის საქმე აკეთონ, უნდათ სხვისი. მე თუ მინდა, შაბათ-კვირას ვთხოვ ჩემ თანამშრომლებს. გუშინ გრიგოლი მორიგე იყო, დღეს თავისუფალია.
ჩემთან კი არ იყვნენ, ამ დილით რომ ჩამოვიარე, ჩემი მეზობელი მოურიგდა გრიგოლ გლუნჩაძეს, რომ ყანები გაუმარგლოს. შეიძლება ამ წუთშიც იქ მუშაობს.“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში