

ხარაგაულში, სოფელ ნადაბურში მცხოვრები 65 წლის მამაკაცი გუშინ, 17 სექტემბერს, კრაზანამ დანესტრა.
ნადაბურის მაჟორიტარი დეპუტატის, დოდო ხაჩიძის ინფორმაციით, მამაკაცს გული აწუხებდა – მას ახლახან სტენტირება ჰქონდა გაკეთებული. მამაკაცი კრაზანას დანესტვრიდან მალევე გარდაიცვალა – ალერგიის საწინააღმდეგო ნემსის გაკეთებისთანავე, რადგან კრაზანამ კისერში, არტერიაზე დანესტრა.
ამჟამად გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
დოდო ხაჩიძის ინფორმაციით, მათ სოფელში კრაზანა ძალიან მომრავლდა, მოსახლეობა შეშინებულია და ალერგიის საწინააღმდეგო წამლები მოიმარაგეს.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.