

3 აპრილიდან იწყება ბიზნესიდეების მიღება მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე. ბიზნესიდეების წარდგენის ბოლო ვადაა 27 აპრილი, 15:00 საათი.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, რომელსაც სურს საკუთარი ბიზნესიდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნა, ან არსებული ბიზნესის გაფართოება.
გრანტის მაქსიმალური მოცულობა 30 000 ლარს შეადგენს. მეწარმის მხრიდან განსახორციელებელი თანამონაწილეობის თანხა გრანტის თანხის არანაკლებ 20% უნდა იყოს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში – არანაკლებ 10%.
არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობა გრანტის თანხის არანაკლებ 50%-ით, მაღალმთიან დასახლებებში კი, არანაკლებ 25%-ით განისაზღვრა.
პროგრამის ფარგლებში განისაზღვრა რამდენიმე პრიორიტეტი:
პროგრამის საინფორმაციო შეხვედრების განრიგი განთავსდება სააგენტოს სოციალურ ქსელებში.
მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეზღუდებათ 2020-2022 წლებში გამარჯვებულ და 2015-2018 წლების ორჯერ დაფინანსებულ ბენეფიცარებს.
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლიდან ამოქმედდა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე 30-მდე ბიზნესიდეა დაფინანსდა. მათ შორის, ფოტო-ვიდეო სალონი, საფუტკრე მეურნეობა, ოპტიკის მაღაზია, ავეჯის საამქროები, საოჯახო სასტუმროები და სხვ.
ამ პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ვებგვერდზე.
14 დეკემბერს, ქუთაისში ორგანიზაციის ააიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და
2026 წლიდან საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების
დეკემბერიც დადგა და წინასაახალწლო სამზადისიც დაიწყო; სამზადისი
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის
მეწყერისგან დაზარალებული ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობა