

მარტის ბოლოს ჩამოწოლილი მეწყერის გამო, რიკოთის ავტობანზე ავტომანქანების გადაადგილებისთვის სპეცრეჟიმი მოქმედებს.
ავტობანის ხევი-ზესტაფონის მონაკვეთზე მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაშვებულია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, სატვირთო მანქანები კი ღამით მოძრაობენ.
როდემდე გაგრძელდება ავტომანქანების სპეციალური რეჟიმით გადაადგილება, „ჩემი ხარაგაულის“ ამ შეკითხვაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გვიპასუხეს:
„რიკოთზე – საავტომობილო მაგისტრალის 149-ე კილომეტრზე, ხევში, გეგმის შესაბამისად, მიმდინარეობს კვლევა-ძიების და სამშენებლო სამუშაოები. გაყვანილია შესაბამისი გზები იმისთვის, რომ განხორციელდეს პრევენციის და საბოლოო საინჟინრო გადაწყვეტილებების ღონისძიებები. გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსნება“.
პოლონეთის ქალაქ პულტუსკში მდებარე მუნიციპალური საბავშვო ბაღი
აზერბაიჯანის დედაქალაქმა ბაქომ ქვიშის ჭიდაობაში 2026 წლის მე-4 ღონისძიებას
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ
2026 წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოს ახალგაზრდა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში