დღეს, 5 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე ხარაგაულის ბიბლიოთეკებში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში წიგნის კითხვის კვირეული დაიწყო, კვირეული წელს უკვე მეორედ იმართება. გასულ წელს წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე, ხარაგაულის საბავშვო ბაღებში პროექტით “მამა მიკითხავს ზღაპარს” აღინიშნა. წელსაც ზღაპრებს პატარებისთვის აღსაზრდელთა მამები კითხულობენ.
3-4 წლიანთა ჯგუფში „ონავრები“ „სამი გოჭის“ ზღაპარი, ერთ-ერთი აღსაზრდელის ქეთევან ლაცაბიძის მამამ, ხარაგაულის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა თომა (ლაცაბიძემ) წაიკითხა. მოძღვარი პატარებს ზღაპრებსა და სახარების იგავებში გადმოცემულ სიბრძნეზე ესაუბრა.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის 2-3 წლიანთა ჯგუფში „ნერგები“ ზღაპარი „წითელქუდა“ აღსაზრდელებს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობებმა ლუიზა კიკნაძემ და ნიკო წიკლაურმა წაუკითხეს.
ზღაპრების კითხვის დასრულების შემდეგ ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა ბავშვებს ზღაპრის გმირები დაუხატა.
წიგნის კითხვის კვირეულთან დაკავშირებით ღონისძიებები ხარაგაულში მოქმედ ყველა საბავშვო ბაღში გაიმართება.
საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, 5 თებერვალი, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველო ამ დღეს წელს უკვე მეხუთედ უერთდება.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.