

დღეს დილით უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ძირულამ რიკოთზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მაქათუბანსა და საქასრიაში მშენებარე ავტობანი დატბორა.
ადიდებულმა წყალმა ავტობანის მშენებელი კომპანიის ტექნიკა წაიღო.
მშენებელი კომპანიის კოორდინატორის, გოჩა კოპაძის ინფორმაციით, დილით, სამუშაოების მიმდინარეობისას სოფელ საქასრიაში, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და ექსკავატორი წყალში მოიყოლა. მძღოლი, რომელიც ექსკავატორს მართავდა, ტრაქტორით უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.
ადიდებულმა მდინარემ მხოლოდ მშენებარე ავტობანის ტერიტორიის ხევი-უბისას მონაკვეთი დააზიანა.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის არსებულ საავატომობილო გზაზე მანქანები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
რიკოთის უღელტეხილზე ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთს (F2) კომპანია „Hunan Road and Bridge Construction Group“ აშენებს.


ფოტოებზე: სტიქია მაქათუბანსა და საქასრიაში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
დღეს, 6 მაისს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენებას
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის თურქულზე ვაქცინაცია
დღეს, 4 მაისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი
დღეს, 4 მაისს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი