

დღეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მიხეილ ჭიპაშვილის სარჩელი განიხილეს.
მოპასუხე მხარემ, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა და მოპასუხე მხარის ადვოკატებმა – სასამართლო პროცესზე დამოუკიდებელი გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტის, ნინო კაპანაძის, დასწრება და სხდომის გაშუქება გააპროტესტეს.
ადვოკატების თქმით, ჟურნალისტმა გამოაქვეყნა სასამართლოს 23 თებერვლის სხდომის ამსახველი მასალა, რაც მათივე აზრით, სასამართლოსგან გადაწყვეტილების გამოცხადებამდე არ უნდა გამოქვეყნებულიყო.
სასამართლო სხდომის ამსახველი მასალა ვრცლად გამოქვეყნდა გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ 26 თებერვლის ნომერში სათაურით „გამგებლის საარჩევნო შეხვედრების ორგანიზატორი გამგებლის გადაწყვეტილებისგან თავს სასამართლოში იცავს“.
მოსარჩელე მხარის ადვოკატის, ვლადიმერ სანიკიძის თქმით, წინასწარ არავის მოუთხოვია სასამართლოს სხდომის დახურვა; არც ერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ მისი ჩვენება საიდუმლოდ დარჩენილიყო. ადვოკატმა ვლადიმერ სანიკიძემ აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესი ღია და საჯაროა, სხდომაზე დამსწრე ჟურნალისტს რაც სურს, იმას ჩაიწერს.
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტს სხდომაზე დასწრების, აუდიო და ფოტოგადაღების უფლება მოსამართლე ელენე ოსაძემ მისცა.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ