

დღეები უაზროდ მიდიან. მიდიან თუ მიქრიან… თუმცა, რატომ უაზროდ? მე ხომ ელენე მყავს. ჩვენ ხომ ელენე გვყავს… ერთი წელი გავიდა. არა, უკვე ხუთი წელია, რაც არ გვინახავს ერთმანეთი. უსაშველოდ გრძელი ხუთი წელი… კიდევ რამდენი გავა ნეტავ… ელენე ერთი წელია უშენობას ჩუმად, მაგრამ ვიცი, რომ დიდი ტკივილით იტანს. ენატრები, გვენატრები…
რა იქნება ხვალ? რა იქნება და… ჩვენ ელენე გვყავს. ელენე, ჩემი და შენი ერთადერთი რტო, პატარა, ფაქიზი, ნაზი. ხვალ უკვე დიდი იქნება, – ძლიერი, მტკიცე, ჩემი საყრდენი… შენიც… იმიტომ, რომ ჩვენ ისევ ერთად ვართ. მე, შენ და ელენე ვართ და ასე იქნება მარად.
ჯერ კი, მე ელენეს ვჭირდები ძალიან. ის არის ჩემი ყოველი დღე. ასე იქნება ხვალ, ზეგ, გაისად, იმის მერე და კიდევ მრავალი წელი, სანამ ელენე შენამდე მომაცილებს და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით.
დღეები კი ერთმანეთს მისდევენ. მიდიან თუ მირბიან… უკვე ერთი წელი გასულა, რაც იმიერში გადასახლდი. ტკივილიანი ერთი წელი…
მენატრები… გვენატრები…
სოფო
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა