

უახლოეს მომავალში სოფელ დიდვაკის ტერიტორიაზე გამავალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყება.
ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტში ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ებანოიძისგან მივიღეთ.
„ბატონო ნოდარ, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ნუგზარ გასვიანისგან პარლამენტარ ნოდარ ებანოიძისთვის მიწერილ წერილში, – თქვენი მიმდინარე წლის 6 ოქტომბრის წერილის პასუხად, რომელიც შეეხება შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის სოფელ დიდვაკის ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის რეაბილიტაციის საკითხს, გაცნობებთ, რომ უახლოეს პერიოდში გაიცემა საპროექტო დავალება ამ გზის 21-ე კილომეტრზე სოფელ დიდვაკის ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის დასამუშავებლად, რომლის დასრულების შემდეგ განვიხილავთ სამუშაოების დაწყების საკითხს.“
ნოდარ ებანოიძის ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს ფარცხნალის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტს. გამოიყო საჭირო თანხა მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ფარცხნალის გზაზე ბეტონის დაგება იგეგმება.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა