

7-8 ნოემბერს თბილისში გამართულ საქართველოს თასის გათამაშებაზე კუნგ-ფუ-ფაიტინგში თავი ისახელეს ხარაგაულელმა კარატისტებმა.
მწვრთნელის, ზვიად კურტანიძის ინფორმაციით, ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 150 კარატისტი მონაწილეობდა.
შეჯიბრებაში ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის (დირექტორი დავით გელაშვილი) კუნგ-ფუ-სანდას წრის 18 კარატისტი ჩაერთო. მათგან ოთხი – სოფიო ჭანკოტაძე, კესარია გურგენიძე, მარიამ მაისურაძე და გაგა გელაშვილი ჩემპიონები გახდნენ. მეორე ადგილზე გავიდნენ მელანო ჭიპაშვილი, ერეკლე მაღაძე, გოგა ფურცელაძე, ცოტნე ტაბატაძე, თამუნა გელაშვილი, მაგლო კაპანაძე, გიორგი მაღრაძე. ბრინჯაოს მედლებს დაეუფლენ ლაშა ბურჯანაძე, გიორგი ბოლქვაძე, გიორგი იოსებაშვილი და გიორგი ებანოიძე.
შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულელ კარატისტებს.
ფოტოზე: ხარაგაულელი კარატისტები მთავარ მწვრთნელთან, ზვიად კურტანიძესთან და დამხმარე მწვრთნელთან, ოთარ მანჯავიძესთან ერთად
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა