

მარელისის რკინიგზის სადგურიდან სოფელ მარელისის ცენტრამდე ასფალტირებული გზა გაკეთდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადი უკვე შეტანილია მუნიციპალური განვითარების ფონდში.
„ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესებულია ტურიზმის ხელშეწყობით, – ამბობს ინგა მაღრაძე, – ვფიქრობთ, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი არის ერთ-ერთი სერიოზული რესურსი ტურიზმის კუთხით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიმზიდველობის გასაზრდელად. მარელისის გზა კი არის ეროვნული პარკის ერთ-ერთი შესასვლელი. სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ნოემბერში შეირჩევა მშენებელი ორგანიზაცია და მომავალი წლის გაზაფხულიდან სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
მარელისის 3, 8 კმ გზის მშენებლობის პროექტის ღირებულება აღწევს 1,5 მილიონს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რკინიგზის დეპარტამენტთან სადგურ მარელისის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.
მომავალი წლიდან ასევე ვგეგმავთ მოლაპარაკებებს ნუნისის გზასთან დაკავშირებით. 2016 წელს დაიწყება ძირულა-ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა.“
ინგა მაღრაძის ინფორმაციით, მზადდება ხარაგაულის #2 და დიდვაკის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და საღანძილის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტები.
„მსოფლიო ბანკი აფინანსებს ენერგოეფექტური პროექტების მშენებლობებს და არსებულის რეაბილიტაციას. იმედი გვაქვს, რომ გარკვეულ შედეგს ამ მიმართულებითაც მივაღწევთ,“ – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა