

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ქეთევან ზუმბაძემ სოციალური ქსელით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ოფისის საღებავით დასვრილი ფოტოები გაავრცელა.
ქეთევან ზუმბაძის ინფორმაციით, ოფისის კედლები ღამით, ქურდულად, დასვარეს და შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს.
მისივე თქმით, ოფისის მფლობელი აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციას დაუკავშირდა.
შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელ ტატო კუჭავასგან მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პირების გამოკითხვას და ა.შ. როდესაც დადგინდება კონკრეტული პირი, – თუ ვინ ჩაიდინა აღნიშნული, ამ შემთხვევაში მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება და კანონის შესაბამისად მუხლის კვალიფიკაციაც მოხდება.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ