

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ ნოემბერში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში გამართავს საჯარო საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივ ფერმერებსა და აგრობიზნესის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ვიწვევთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მცხოვრებ გამრჯე ფერმერებსა და მეწარმეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნით.
2 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე შეხვედრა გაიმართება მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში;
15:00 სთ. – საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში;
3 ნოემბერს – 12:00 სთ.-ზე კიცხის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში;
15:00 სთ. – დაბა ხარაგაული, მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში;
4 ნოემბერს – 12:00 სთ. ხევის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში;
15:00 სთ. – ბორითის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური
საკონტაქტო ტელეფონებია: 595 85 83 80; 599 85 26 01.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა