

ხარაგაულის შემოქმედებითი კოლექტივები მაღალი საშემსრულებლო დონით გამოირჩევიან, – აღნიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე. ის სამსახურის ანგარიშით წარდგა დეპუტატების წინაშე.
ირინე ჩხეიძემ ვრცლად ისაუბრა კულტურის სამსახურისგან დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე.
ბიუროს წევრის, მარინე ვეფხვაძის თქმით, „გამგეობის კულტურის სამსახური ყველაფერს აკეთებს ხარაგაულის კულტურული ცხოვრების გასაუმჯობესებლად.“
ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, „საჭიროა მეტი აქტივობა სოფლებში.“
ირინე ჩხეიძემ აღნიშნა, რომ ხარაგაულის შემოქმედებითი კოლექტივების მთავარი მიზანია, რომ ემსახურონ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, მეტი გასვლითი ღონისძიება ჩაატარონ სოფლებში, ვიდრე სხვადასხვა რეგიონში.“
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა