

22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საექიმო ამბულატორიაში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება.
ამ ინფორმაციას ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაიტარონ შემდეგი სკრინინგ გამოკვლევები:
ასევე ჩატარდება სწრაფი ტესტირება:
აქციის ფარგლებში შესაძლებელია არტერიული წნევის კონტროლი.
სამედიცინო აქცია განკუთვნილია ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობისთვის. თუმცა, სარგებლობა შეეძლება სხვა დასახლებული პუნქტების იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც შესაბამისი სკრინინგის ასაკობრივ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ტელეფონით შემდეგ ნომერზე – 555 00 44 90.
მოლითში სამედიცინო აქცია ორგანიზებულია ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრისა და ხარაგაულის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს მხარდაჭერით.
ხარაგაულისადმი განსაკუთრებულად თბილი და ემოციური დამოკიდებულება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სასკოლო სპორტული
20 ოქტომბრის ღამის საათებიდან აღმოსავლეთ, ხოლო 21 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში, 22 ოქტომბრის
ხარაგაულის ექვსი სოფლის – ხევის, ხუნევის, გედსამანიის, ვაშლევის,