

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, საერთაშორისო დონეზე „ალტერნატიული ნობელის პრემიის“ სახელით ცნობილი ჯილდოს ლაურეატი გახდა.
ამ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.
„პრემიის ჟიურიმ საია დააჯილდოვა „ქართული დემოკრატიის მშენებლობისა და დაცვისთვის, ასევე, ავტოკრატიული რეპრესიების პირობებში სამოქალაქო აქტიურობის შენარჩუნებისთვის.
ეს აღიარება ჩვენთვის დიდი პატივია და ეკუთვნის ყველას, ვინც 1994 წლიდან დღემდე საიას გზას ქმნიდა – ორგანიზაციის წევრებს, მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს, რომლებიც საიას საქმიანობაში იყვნენ/არიან ჩართული და ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ.
მადლობას ვუხდით, ასევე, ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებსა და იმ მოქალაქეებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში ნდობას გვიცხადებენ. გვწამს, რომ ეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია.
საიას თავმჯდომარის, თამარ ონიანის, თქმით: „ეს ჯილდო ორგანიზაციის მრავალწლიანი შრომის აღიარებაა – იმ მუშაობის, რომელიც საქართველოში დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვისაა საჭირო.“
Right Livelihood-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლე ფონ იუქსკიულმა განაცხადა: „ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრის გამოხატვის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება, საიას არასდროს დაუხევია უკან და ყოველთვის იქ იყო, სადაც მისი დახმარება სჭირდებოდათ: სასამართლო დარბაზებში, სოფლებში, იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებსაც სხვაგან მიმართვა აღარ შეეძლოთ.
ეს ჯილდო აღიარებს იმას, რაც ქართველებმა უკვე იციან: საია ქართული დემოკრატიის ხერხემალია“.
Right Livelihood-ის პრემია, 45 წელზე მეტია, გაიცემა და დღემდე 82 ქვეყნის 207 ლაურეატს მიენიჭა.
საიამ მოქალაქეებს წლების განმავლობაში 1,5 მილიონამდე უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია და დღესაც დგას ადამიანის უფლებების სადარაჯოზე. ეს ჯილდო დამატებით ვალდებულებას გვაკისრებს და კიდევ უფრო გვარწმუნებს ჩვენი საქმის მნიშვნელობაში. კვლავაც ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვრჩებით ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების საკითხში“, – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს, 29 სექტემბერს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში
დღეიდან, 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში,
28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ცოფის შესახებ საზოგადოების
პოლიციამ მარნეულში ოჯახის არასრულწლოვანი წევრის
ხარაგაულელი სპორტსმენები – ევსემ შველიძე და ვახო ნიქაბაძე ქვიშის