

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ცოფის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ გზით დაავადების პრევენცია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წლევანდელი გზავნილია – „ერთად უფრო ძლიერები“ , რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა რგოლის ჩართულობა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2026 წელს ხარაგაულში ანტირაბიული აცრები 140 პირმა ჩაიტარა.
ცოფი – ვაქცინით მართვადი ვირუსული დაავადებაა და იგი მსოფლიოს 150 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული.
ადამიანების ცოფით დაავადების მიზეზი თითქმის 99% შემთხვევებში ძაღლის ნაკბენია.
ადამიანი ინფიცირდება და ავადდება ცოფით დაავადებული ცხოველის ნერწყვით, ძირითადად კბენითა და დაკაწვრის შედეგად. ადამიანის დაინფიცირება ასევე შესაძლებელია დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით ლორწოვან გარსსა და დაზიანებულ, მთლიანობა დარღვეულ კანზე.
საქართველოში, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაქცინა და იმუნოგლობულინი უფასოა.
ინკუბაციური პერიოდი, დაინფიცირებიდან დაავადების გამოვლენამდე 2-6 კვირაა, თუმცა, შეიძლება შემცირდეს 5 დღემდე და/ან 1 წელზე მეტ ხანსაც გასტანოს. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაკბენის (დადორბვლის) ადგილსა და დაზიანების ხარისხის სიმძიმეზე. განსაკუთრებით საშიშია ნაკბენი თავის არეში, ლორწოვან გარსებზე, შორისის მიდამოსა და თითებზე.
ცოფის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ამ დაავადების მკურნალობა შეუძლებელია.
დაავადების თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება დროულად დაწყებული და სრულფასოვნად ჩატარებული ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკაა:
ცხოველთა და ადამიანების ვაქცინები ცოფით გამოწვეული სიკვდილიანობის აღმოსაფხვრელად არსებული მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ხოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება – ცოფის ეფექტური პრევენციის წარმატების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის (GARC) ინიციატივით 2007 წლის 28 სექტემბერს დაარსდა და უკავშირდება ლუი პასტერის გარდაცვალების თარიღს, რომელმაც 1885 წელს ცოფის პირველი ვაქცინა შექმნა.
საქართველო ამ ინიციატივას 2013 წელს შეუერთდა და მას შემდეგ მსოფლიოსთან ერთად ყოველწლიურად აღნიშნავს.
პოლიციამ მარნეულში ოჯახის არასრულწლოვანი წევრის
ხარაგაულელი სპორტსმენები – ევსემ შველიძე და ვახო ნიქაბაძე ქვიშის
2026 წლის 25-27 სექტემბერს, საბერძნეთის ქალაქ კატერინში,
საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსვლაში აქცენტი გააკეთა მშვიდობის აუცილებლობაზე,
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა