

დღეს, 15 სექტემბერს, ახალი, 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 25 საჯარო სკოლასა და სკოლა-გიმნაზიაში სწავლას 1 952 მოსწავლე შეუდგება; მათ შორის 130 პირველკლასელია. ყველაზე მეტი – 196 მოსწავლე – ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაშია, ყველაზე ცოტა – 11 მოსწავლე – სარგვეშის საჯარო სკოლაში.
სწავლის დაწყება სკოლებში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ყველა მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებით მივესალმებით მათ, ვინც წელს პირველად მიუსხდებიან სასკოლო მერხებს.
დაე, ეს სასწავლო წელი ყველასთვის ყოფილიყოს წარმატებების, შემოქმედებითი აღმავლობისა და ახალი აღმოჩენების მომტანი.
ხარაგაულის #2, #3 საჯარო სკოლებსა და სკოლა-გიმნაზიაში სწავლის დაწყების ამსახველი ფოტორეპორტაჟი იხილეთ ბმულზე.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – სარეკლამო
ერევანში, სტეფან სარქისიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე
დღეს, 14 სექტემბერს, ბუნებრივი აირის მოწოდება ხარაგაულისა
15 სექტემბრიდან ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – „კომპიუტერული
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი