

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ქეთევან შარიქაძე უხელმძღვანელებს.
ქეთევან შარიქაძეს განათლების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს – მასწავლებლად მუშაობის 20-წლიანი, ხოლო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე საქმიანობის 19-წლიანი გამოცდილება.
იგი ორი ვადით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის დირექტორად იყო არჩეული, 2023 წლიდან დღემდე ზესტაფონის №3 საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობდა.
„უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ ამ თანადებობაზე დანიშვნის გამო, – ამბობს ქეთევან შარიქაძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან პირველ კომეტარში, – ვეცდები, ჩემი შრომისმოყვარეობა და განათლების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლების განვითარებას, საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესებას მოვახმარო“.
ვულოცავთ ქეთევან შარიქაძეს ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად დანიშვნას და წარმატებებს ვუსურვებთ.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთი,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უკვე მეოთხე წელია,
ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ნიდერლანდებში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში
დღეს, 10 სექტემბერს, ხარაგაულში პროექტის