

13 აგვისტოს, 18:00 საათზე, @Antennafromtbilisi @sinatle.media -ს მხარდასაჭერ გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ინტერაქციული ექსპოზიცია. დამთვალიერებელი თავად შეძლებს გამოააშკარაოს ის მესიჯები, რომლებიც ქალაქის კედლებიდან მიზანმიმართულად წაიშალა.
სივრცეში მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ კამპანიის ფარგლებში შექმნილ, „სინათლე მედიას“ გაზეთს, რომელიც საქართველოში არსებული ცენზურის, წნეხისა და ისტორიის გადაწერის მცდელობას წარმოაჩენს.
სტუმრებს ასევე შეეძლებათ შეიძინონ გამოფენის პარტნიორი ბრენდების პროდუქცია. შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი ონლაინმედიების დასახმარებლად გადაირიცხება.
კამპანია „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ ერთი წლის წინ 13 აგვისტოს დაიწყო. დაგეგმილი ღონისძიება დამოუკიდებელი ონლაინმედიების ქსელის შექმნის დასაწყისსაც აღნიშნავს და „სინათლე მედიას“ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს უმასპინძლებს.
გააძლიერე დამოუკიდებელი ონლაინმედია – სინათლე არ უნდა ჩაქრეს
თიბისი ბანკი:
საქართველოს ბანკი:
მიმღები: “ხალხის წყარო”
https://sinatle.media/ka?one_time
პარტნიორები:
Pluto Records • Giovanni Morra • Illustrationship
4 ნოემბერს, ბრიუსელში, ევროკომისიამ წარადგენა „2026 წლის გაფართოების პაკეტი“.
არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის
სოციალური სამართლიანობის ცენტრი საარსებო
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახალგაზრდა ბლოგერებს,
აშშ-ის 2026 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ