

ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით, გიმნაზიელები დალოცა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფემ, ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე).
გიმნაზიის დირექტორის, მამა ანტონის (სულთანიშვილი), თქმით, საზეიმო ღონისძიება არ ჩატარდა მეშვიდეკლასელი საბა სვანიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
მამა ანტონის ინფორმაციით, სასულიერო გიმნაზიაში 211 მოსწავლეა.
შენობის რემონტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი გამოიყო და სარემონტო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.
პირველი კლასის მასწავლებელი მაია მაღრაძე ამბობს, რომ ყურადღებიანი და მოწესრიგებული მოსწავლეები ჰყავს.
მაია მაღრაძის თქმით, სწავლის დაწყების დღეს მისი ნამოწაფარი, კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებუელი შვიდი მეხუთეკლასელი სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.
„ვფიქრობ, ეს კლასი ერთ-ერთი სასახელო და სანიმუშო იქნება ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში. გიმნაზიის წლევანდელი კურსდამთავრებულების პირველი მასწავლებელიც მე ვიყავი, – ამბობს მაია მაღრაძე, – 17 კურსდამთავრებულიდან 14 სტუდენტი გახდა, ექვსმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა, სამი უფასო ფაკულტეტზე ისწავლის. ეს ძალიან საამაყოა და მსურს, ჩვენი დღევანდელი პირველკლასელებიც საუკეთესოები იყვნენ.“
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა