

მიმდინარე კვირაში სს ენერგო–პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს.
5 ოქტომბერს მ/ძ ქვესადგურში „საქასრია“ დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-18:00 საათამდე შეუწყდება აღნიშნული ქვესადგურის მომხმარებლებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საქასრია, ბორითი, უბისა, ღორეშა, მაქათუბანი, გედსამანია, ბჟინევი, გრიგალათი, ვერტყვიჭალა, ნადაბური, ციცქიური, წაქვა, ხევი, ხუნევი.
6 ოქტომბერს პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებით მიზნით 10:00-16:00 საათამდე გამოირთვება ქ/ს „მოლითი წევა“, რის გამოც ძაბვის მიწოდება შეეზრუდებათ აბონენეტებს ხარაგაულის რაიონის სოფლებში მოლითი, ანიულა, ზვარე, ჩრდილი, ნუნისი, ნებოძირი, ბეჟათუბანი, ვახანი.
9 ოქტომბერს 10:00-17:00 სთ-ზე მ/ძ ქვესადგურში „ზესტაფონი 1“ დაგეგმილი სამუშაების ჩასატარებლად უსაფრთხოების მიზნით 5-5 წუთით ძაბვის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს, რომლებიც ელექტროენერგიას იღებენ ქვესადგურებიდან „ზესტაფონი 1“, „შროშა“, „ბოსლევი“, „დილიკაური“, „ფუთი“, „ხარაგაული“, „საქასრია“.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა