

რა უნდა ვიცოდეთ ტრეფიკინგზე, – ამ თემაზე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა დღეს, 24 სექტემბერს, ქუთაისში იმერეთის რეგიონის მედიის წარმომადგენლებთან.
შეხვედრა საინფორმაციო კამპანიის – „რეგიონული მედია ტრეფიკინგის პრევენციისთვის იმერეთში“ – ფარგლებში ჩატარდა.
იმერეთში საინფორმაციო კამპანია, ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მათი ინფორმირება და რისკების თავიდან აცილების საშუალებების გაცნობა.
შეხვედრაზე ჟურნალისტებს პროექტი რეგიონული მედიის ასოციაციისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ნატო გუბელაძემ და ქეთევან სარაჯიშვილმა წარუდგინეს.
მიგრაციის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელმა ნათელა მჟავანაძემ ისაუბრა ლეგალური მიგრაციის გზებზე, ლეგალური დასაქმების შესაძლებლობებზე საზღვარგარეთ და შეთავაზების სანდოობის დადგენაზე; მიგრანტების უფლებებსა და მოვალეობებზე; მიგრაციის მოლოდინებსა და რეალობაზე; არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ რიკებზე; სამშობლოში დაბრუნებაში ხელშეწყობასა და სარეინტეგრაციო პროგრამებზე.
ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა და განხორციელებული ღონისძიებები ჟურნალისტებს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ქეთევან სარაჯიშვილმა გააცნო.
ტრეფიკინგის, როგორც სისხლისსამართლებრივ დანაშაულზე და ტრეფიკინგის გაშუქების სპეციფიკაზე იურისტმა პაატა ცნობილაძემ ისაუბრა.
საინფორმაციო შეხვედრაზე გამოცხადდა კონკურსი რეგიონული მედიისთვის საუკეთესო ბეჭდური სტატიის, საუკეთესო მულტიმედიური ონლაინმასალის, საუკეთესო ტელე და რადიო სიუჟეტისთვის.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა