

გასულ კვირას ხარაგაულის კინოთეატრის მიმდებარე სკვერში მიწა ჩაიშალა და სკვერში მდგომი არასრულწლოვანი მდინარე ჩხერიმელას ნაპირზე ჩავარდა. მოზარდი იქვე მყოფმა პირებმა ამოიყვანეს.
სკვერის დაზიანების ფაქტით პროკურატურა დაინტერესდა – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიიდან კინოთეატრის საყრდენი კედლისა და სკვერის მშენებლობების დოკუმენტაცია გამოითხოვა.
პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სამსახურებრივი გულგრილობა) და 182-ე მუხლის მეორე ნაწილის დ ქვეპუნქტით (მითვისება ან გაფლანგვა) დაიწყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით დევდარიანი ამბობს, კინოთეატრის 2 კვმ საყრდენი კედლის ქვეშ მიწა ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ გამორეცხა, თუმცა, საყრდენი კედლის კონსტრუქცია არ დაზიანებულა. მისივე თქმით, დაზიანებული ადგილის აღდგენას პროკურატურასთან შეთანხმების შემდეგ შეუდგებიან.
ხარაგაულის კინოთეატრის მიმდებარედ, ჯებირი და შენობის საყრდენი კედელი ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ 2023 წლის ივნისში დაანგრია. ეს დამცავი ჯებირი და შენობის საყრდენი კედელი შპს „მეკამ“ 649 000 ლარად ააშენა.
კინოთეატრის მიმდებარედ სკვერი კი, 2025 წელს შპს „ელიტ ბილდერს გრუპმა“ 145 600 ლარად მოაწყო.
25-28 მაისს საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრების
პირველ ივნისს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს
ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი – „თეატრალური იმერეთი 2026“ 24 ივნისიდან
ირინე ჩხეიძემ ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
გასულ კვირას ხარაგაულის კინოთეატრის მიმდებარე სკვერში მიწა ჩაიშალა და სკვერში მდგომი არასრულწლოვანი მდინარე ჩხერიმელას ნაპირზე ჩავარდა. მოზარდი იქვე მყოფმა პირებმა […]