

თარიღი: 30-31 მაისი, 2026 წელი
ლოკაცია: Slink Cafe | ილიას ბაღი
„საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის“ ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომელიც უკვე მეორედ, ამჯერად 30-31 მაისს, ილიას ბაღში მდებარე Slink Cafe-ში გაიმართება.
ფლიმარკეტი სინათლისთვის არის სოლიდარობის სივრცე, სადაც ნივთები ახალ სიცოცხლეს პოულობენ – სტუმრები კი, დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებაში იღებენ მონაწილეობას.
საგაზაფხულო ფლიმარკეტი დიუშენით დაავადებული ბავშვების ოჯახების მხარდასაჭერიცაა – შეგროვილი თანხის 10% მათთან გადაირიცხება.
ფლიმარკეტი ორდღიანია. იმისთვის რომ სტუმრებმა სრულად შეიგრძნონ ღონისძიების განწყობა, შესაძლებელია ერთ დღეს მონაწილის, ხოლო მეორე დღეს კი ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით დასწრება.
ფლიმარკეტზე ყიდვა-გაყიდვასთან ერთად, სტუმრებს დახვდებათ ცოცხალი მუსიკა, საბავშვო გასართობები, საქველმოქმედო აუქციონი, გემრიელი საკვები და სხვა დასამახსოვრებელი აქტივობები.
ონლაინმედიების მხარდასაჭერად და სინათლის გასაძლიერებლად ფლიმარკეტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა განაცხადის შევსება
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc8w6CkCOTwUAAE9FeG8i3flGl39z-4Sv_zwM4B7MvQiPPFQw/viewform
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 მაისი.
„სინათლე მედია” დამოუკიდებელი ონლაინმედიების სოლიდარობისა და მდგრადობის ქსელია, რომელიც მათ ფინანსურ, იურიდიულ და ოპერაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
სინათლე მედიის მხარდამჭერი შეუძლია გახდეს ნებისმიერ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში თავისუფალი მედიის არსებობა.
მხარდაჭერა შესაძლებელია როგორც ერთჯერადად, ასევე, ნებისმიერი თანხის, ყოველთვიური გადარიცხვის საშუალებით.
ყოველთვიური მხარდაჭერისთვის ეწვიეთ ლინკს
ერთჯერადი მხარდაჭერისთვის
მიმღები: „ხალხის წყარო“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ახალშობილთა ოჯახებისთვის ერთჯერადი
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სახურავის რეაბილიტაციისთვის
თარიღი: 30-31 მაისი, 2026 წელი ლოკაცია: Slink Cafe | ილიას ბაღი „საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის“ ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომელიც უკვე მეორედ, […]
სეზონური ნახტომი – ზამთრიდან პირდაპირ ზაფხულში გადასვლა, მაისში ძლიერი წვიმები,
დღეს, 15 მაისს, საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო