

მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დაკანონების დროს მოსახლეობას წინააღმდეგობები ხვდება.
ხშირია შემთხვევები, როცა მოქალაქე, კონკრეტული ადგილის დაკანონებისას, საჯარო რეესტრში აღმოაჩენს, რომ მისი ნაკვეთი სხვა პირის საკუთრებაშია.
ამ პრობლემის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 7 სექტემბრის სხდომაზე დეპუტატმა გოგი ლაცაბიძემ ისაუბრა.
დეპუტატი ამბობს, რომ ასეთი გადაფარვები ხშირია: „ამ პრობლემის დაძლევის ორი გზა არსებობს; პირველი, – ის, რომ პიროვნებამ დაწეროს განცხადება, რომ საჯარო რეესტრში მასზე მიკუთვნებული ფართი მას არ ეკუთვნის. მეორე გზაა სასამართლოში დავა. ორივე შემთხვევაში დრო იწელება და ფინანსურად ზარალდება მოქალაქე, ვისაც მიწის დარეგისტრირება სურს.“
საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, ამ საკითხს აუცილებლად დასვამს მთავრობის, კერძოდ კი იუსტიციის სამინისტროს წინაშე.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა