

„ძლიერმა საქართველომ“, 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის, სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში კოალიციის მერობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენის ღონისძიება ზუგდიდში გაიმართა.
მერობის კანდიდატები „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან სამუშიამ წარადგინეს.
რაც შეეხება ხონის მერობის კანდიდატს, კოალიციის მერობის კანდიდატია გელა ბობოხიძე. ალეკო ელისაშვილის განმარტებით, ის დღევანდელ წარდგენას ვერ ესწრება ობიექტური მიზეზით, რადგან საქართველოში არ იმყოფება.

როგორც ალეკო ელისაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საერთო მიზნისკენ ერთად უნდა იმუშაონ.
„ძალიან მაგარი ამბავი ხდება ის, რომ წინასაარჩევნო კოორდინაცია გვაქვს ძალიან მაგარ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც ჩვენი კონკურენტია, მაგრამ შევთანხმდით გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდთან, რომ უფრო დიდი მიზანი უნდა გვაერთიანებდეს და ამ დიდი მიზნისკენ სვლისას ჩვენი ამბიციები, ეგო უკან დავწიოთ, ჩვენ წყენებზე მაღლა დავდგეთ.
აქამდე, ქართველმა პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს, მტერსაც და მოყვარესაც, რომ ერთმანეთის ლანძღვაში ვართ მსოფლიო ჩემპიონები, ოლიმპიური ჩემპიონები ერთმანეთისთვის ფეხის დადებაში, შეურაცხყოფის მიყენებაში, მაგრამ ეს დრო წარსულს უნდა ჩავაბაროთ, თუ ჩვენ გვაქვს ამბიცია იმისა, რომ გადავიბაროთ საქართველოს ბედი, ხელისუფლება.
დიახ, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ამის ამბიცია გვაქვს, პირველ რიგში, „ლელო-ძლიერ საქართველოს“ და ახლა უკვე, კოორდინირებულ რეჟიმში ვართ გახარიას პოლიტიკურ გუნდთან და ეს არის ძალიან მაგარი. მტერსაც და მოყვარესაც უნდა ვაჩვენოთ,რომ საქართველოსთვის უნდა გავერთიანდეთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა კანდიდატების წარდგენისას.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს