

ქვიშის ფრენბურთში საღანძილის გუნდმა „ულიჩინარმა“ გაიმარჯვა.
შეჯიბრი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ხარაგაულში, მდინარე ჩხერიმელას სანაპიროზე, დევების მონუმენტთან.
ხარაგაულის ტურიზმის სამსახურისა (უფროსი მამუკა ჭიპაშვილი) და პარტია „ქართული ოცნების“ ხარაგაულის ახალგაზრდული ფრთის (ხელმძღვანელი თიკო ლურსმანაშვილი) ორგანიზებულ შეჯიბრში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოცივე ადმინისტრაციული ერთეულის 23 გუნდი მონაწილეობდა.
27 აგვისტოს ათმა საუკეთესო გუნდმა გააგრძელა გამარჯვებისათვის ასპარეზობა.
ფინალურ ბრძოლაში ერთმანეთს შეხვდნენ დაბა ხარაგაულისა და საღანძილის ფრენბურთელთა გუნდები. მესამე ადგილი დაიკავა პატარა ხარაგაულის გუნდმა.
ტურნირის საუკეთესო ფრენბურთელებად დასახელდნენ და ჯილდოები გადაეცათ: შმაგი ბაკურაძეს (საღანძილე), იაკობ შავიძეს (ლაშე), დიტო ჩიკვაიძეს (ხარაგაული), შმაგი კიკნაძეს (საღანძილე), დავით ლაცაბიძეს (ხარაგაული), დათო ნიორაძეს (საღანძილე).
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა