

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 აპრილის 18:00 საათამდე, სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ გამოსაცდელებს ჩასაბარებელი საგნის/საგნების არჩევა (დამატება ან შეცვლა), გამოცდის ენისა და საგამოცდო ქალაქის შეცვლა.
იმ დარეგისტრირებულმა გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და რეგისტრაციის დროს მონიშნეს – „სპეციალური პირობები“, 10 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
თუ გამოსაცდელებმა გადაიხადეს რეგისტრაციის საფასური 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ ვერ მიიყვანეს რაიმე მიზეზით რეგისტრაციის პროცესი ბოლომდე, მათ ეძლევათ საშუალებას 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია.
10 აპრილის 18:00 საათის შემდეგ მხოლოდ აბიტურიენტებს ექნებათ საშუალება აირჩიონ, წაშალონ ან გადაანაცვლონ საგანმანათლებლო პროგრამები. ეს პროცესი კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება და აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს დასრულდება.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის