
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას ლეღვანში, სკოლის უბანში მცხოვრები მარინა შარიქაძე დაგვიკავშირდა და დიდთოვლობის გამო წარმოქნილ პრობლემებზე გვესაუბრა.
„ჩემს უბანში გზა, რაც მოთოვა, არ გაწმენდილა, – ამბობს მარინა შარიქაძე, – ავადმყოფი ქალი ვარ. ახლახან მაღალი წნევის გამო კრიზი გადავიტანე და ექიმებისგან მუდმივი მეთვალყურეობა მესაჭიროება. ძალიან ცუდად სანამ არ გავხდი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება მანამდე არ გამოვიძახე. ჩემს სახლამდე სასწრაფოს ბრიგადის მედპერსონალი სამაშველოსთან ერთად ფეხით მოვიდა.
წამლები მელევა და არც არავინაა ახლოს, რომ დავაბარო და მომიტანოს, ან აქედან წამსვლელს ამხელა თოვლში როგორ დავინახავ?! ჩემთვის საჭმელი მაქვს, მაგრამ საქონელი მყავს და მათი საკვები მელევა.
ტელეფონით ვუკავშირდებოდი მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს და სულ მეუბნებოდა, მოვა ტრაქტორიო. მერე აღმოჩნდებოდა, რომ ტრაქტორი სხვა სოფელში გაგზავნეს და არა ლეღვანში.
ახლა შევიტყვე, ხვალ გაწმენდენ საუბნო გზებს, რადგან ზეგ, 4 მარტს, სწავლა იწყებაო. მარტო ბავშვები რატომ არის პრიორიტეტი“?!
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ლეღვანში ცენტრალური გზა გაწმენდილია და მაღალი გამავლობის მანქანები თავისუფლად გადაადგილდებიან. მისი თქმით, გუშინ საღამოს თავად იმყოფებოდა ლეღვანში და რამდენიმე ოჯახისთვის საკვები პროდუქტები აიტანა.
„ლეღვანში ცენტრალური გზა ისეა გაწმენდილი, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანას სიარული არ უჭირს, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – როგორც ვიცი, ქალბატონ მარინასთან სამედიცინო ბრიგადა დროულად მივიდა. მას ჯანმრთელობას ვუსურვებ.
ხვალ, 3 მარტს, ლეღვანში საუბნო გზები გაიწმინდება. ასევე გავწმენდთ მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებთან მისასვლელ გზას. ეს არის ამჟამად ჩვენი პრიორიტეტი. ლეღვანში, ქალბატონი მარინა შარიქაძე ცხოვრობს სკოლის უბანში და იმ საუბნო გზასაც ხვალ გავწმენდთ“.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის
27 მარტი, თეატრის საერთაშორისო დღე, ხარაგაულის
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას
დღეს, 26 მარტს, ხარაგაულის საკათედრო ტაძრის
2025 წლის 26 მარტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)