საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორისაა. კანდიდატთა სია საეერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციამ (UEFA) უეფამ გამოაქვეყნა.

2026 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი 26 ოქტომბერს, ლონდონში დაჯილდოებაზე გამოვლინდება. ცერემონია ბრიტანეთის დედაქალაქში პირველად გაიმართება.

ქართველი ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში კარიერის მანძილზე ზედიზედ მესამედ მოხვდა. 2025 წელს კვარაცხელიამ საბოლოო რეიტინგში მერვე ადგილი დაიკავა.

„ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სრულ სიას გაეცანით ბმულზე.