5 დეკემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (EaP CSF) საორგანიზაციო კომიტეტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გამოთქმული შიში, რომ საქართველოში დემოკრატიული მმართველობის და ევროპული ფასეულობების დაჩქარებული ნგრევა „ქვეყანას სახიფათოდ, და შესაძლოა, შეუქცევადად აახლოებს კრემლის ორბიტასთან“.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსმა ახლახან გამოავლინა, რომ 2024 წელს საქართველოში აღინიშნა „შემაშფოთებელი სიმრავლე უპრეცედენტო პრობლემებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ევროინტეგრაციის კონსტიტუციურ ვალდებულებას“.
„ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერაზე 2028 წლის ბოლომდე, გამოიწვია ეროვნული პროტესტის განმეორებითი ტალღა, რომელიც უკვე ზედიზედ რამდენიმე ღამე გრძელდება.
„სავარაუდოდ, რუსეთის ინტერესების გავლენით მიღებული ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის დაპირებას 2030 წლისთვის ევროკავშირში სრული ინტეგრაციის მიღწევის თაობაზე და ღალატობს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას, რომელთა უწყვეტი მოთხოვნა ევროპული მომავალია“, – ნათქვამია განცხადებაში. „საპროტესტო აქციები სწრაფად გადაიზარდა ფუნდამენტური თავისუფლებების ფართომასშტაბიან დარღვევაში, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები ძალით არბევდნენ მომიტინგეებს, სცემდნენ და აკავებდნენ ასობით ადამიანს“.
საქართველოში დემოკრატიული უკანდახევის წინსვლისკენ შემობრუნების მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ითანამშრომლოს ევროკავშირთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ხელმეორედ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ და დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მხარდაჭერით.
ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ თავისუფლებებს და უპირობოდ გაიწვიოს უკან კანონები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, – ნათქვამია კომიტეტის რეკომენდაციებში.
ის ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და ეფექტურად გამოიძიოს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული დევნის, დაშინების და ძალადობის ყველა რეგისტრირებული შემთხვევა, რომელიც მოხდა 2024 წელს, მათ შორის – 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო გამოსვლების დროს.
გარდა ამისა, კომიტეტი იძლევა რეკომენდაციას, რომ ევროკავშირმა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გააძლიერონ ქართული სამოქალაქო საზოგადოების, უფლებადამცველების და მედია-პროფესიონალების პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა, და დაუწესონ სანქციები არჩევნების გაყალბებაში, საარჩევნო ხმებით მანიპულირებაში და ამომრჩეველთა და დამკვირვებელთა დაშინებაში, ასევე სახელმწიფოს მხრიდან პროტესტის მონაწილეთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილე კერძო პირებსა და ორგანიზაციებს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (EaP CSF) საორგანიზაციო კომიტეტი ასევე მოუწოდებს დონორთა გაერთიანებას შეუწყვიტოს ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის და განვითარების ხელშეწყობის პროგრამები საქართველოს სამინისტროებს და სამთავრობო უწყებებს და გააძლიეროს საქართველოში მოქმედი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მოქნილი მხარდაჭერა ვითარებიდან გამომდინარე საჭიროებების მიხედვით.
2025 წლის აპრილიდან ხარაგაულში
ხარაგაულის საავადმყოფო, ბოლო წლებია,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ლიტერატურული კონკურსის, „საბა 2024-ის” გამარჯვებულები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო სკოლის