

ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის სახალხო თეატრი ლატვიის ქალაქ ლიმბაჟში საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდა. „სასიამოვნო თამაშები“ – ასე ეწოდება ფესტივალს, რომლის ორგანიზატორია ლიმბაჟის თეატრის რეჟისორი ინტა კალნინა.
ფესტივალში ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, გერმანიისა და დანიის თეატრები მონაწილეობდნენ.
ირინე ჩხეიძის სპექტაკლით „თანამდევი სული“ წარვსდექით ხარაგაულელები უცხოელი მაყურებლის წინაშე. „თანამდევი სული“ შექმნილია ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით.
არაჩვეულებრივი მასპინძლობა გაგვიწიეს ლატვიელებმა ლიმბაჟში, ლაუცინსა და რიგაში.
მაყურებელი მოიხიბლა ხარაგაულელთა სპექტაკლითა და სიმღერებით.
დანიის საზოგადოებრივი თეატრის დირექტორმა და ლიმბაჟელმა მსახიობებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს სპექტაკლის შემდეგ.
რეჟისორ ირინე ჩხეიძის თქმით, ლიმბაჟის საერთაშორისო ფესტივალზე საინტერესო გამოცდილება მიიღო. „ჩვენმა სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ხარაგაულის სახალხო თეატრის ისტორიაში კიდევ ერთი წარმატებული ფურცელი ჩაიწერა,“ – ამბობს ირინე ჩხეიძე.
ხარაგაულელებისა და ლატვიელების მეგობრობა მომავალში კიდევ უფრო ლამაზად გაგრძელდება.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ