

სკოლის დირექტორობის კანდიდატები ეთერი პაპავა, ვალერი გოგნაძე, იზოლდა ოკრიბელაშვილი, გიორგი გველესიანი და სერგო ლაბაძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, 6 აგვისტოს გამოცემული #912 ბრძანებით, შესაბამისად – ხიდრის, ხარაგაულის #2, ბაზალეთის, წყალაფორეთისა და ბორითის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ ეთერი პაპავა, ვალერი გოგნაძე, იზოლდა ოკრიბელაშვილი და გიორგი გველესიანი იმავე სკოლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად მუშაობენ, სადაც წარდგენილნი არიან, ხოლო სერგო ლაბაძე წლების წინ მუშაობდა ბორითის საჯარო სკოლის დირექტორად.
წარმატებებს ვუსურვებთ წარდგენილ კანდიდატებს არჩევნებსა და შემდგომ საქმიანობაში.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა