

წელს უკვე მესამედ აწყობს „კარვების ბანაკს“ ხარაგაულის ტურიზმის სამსახური ზვარეს ყოფილი ბანაკის ტერიტორიაზე.
პირველი ნაკადი, 55 მოსწავლის შემადგენლობით, დღეს, 7 აგვისტოს, გამგზავრა ხარაგაულიდან ზვარეში. ამ ნაკადის მონაწილეებს შორის არიან სატელევიზიო პროექტ „ეტალონის“ გამარჯვებულები საქართველოს 24 მუნიციპალიტეტიდან და ასევე ხარაგაულელი „ეტალონელები.“ ზვარეში გამგზავრებამდე ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი.
ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა ჭიპაშვილის, ინფორმაციით, წელს ზვარეში სამ ნაკადად 200-ზე მეტი ბავშვი და ახალგაზრდა დაისვენებს.
„ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – „კარვების ბანაკის“ მონაწილეები უკეთ გაიცნობენ თანატოლებს. სპორტული, გასართობი, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებებით მიეცემათ თავიანთი ინტელექტუალური, შემოქმედებითი და ფიზიკური მონაცემების გამოვლენის შესაძლებლობა.
ეს ფოტოები „კარვების ბანაკის“ მონაწილეებს ხარაგაულიდან გამგზავრებამდე გადავუღეთ.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა