

27 ივლისიდან, ორი კვირის განმავლობაში, ხარაგაულის ამბულატორიაში C ჰეპატიტის საყოველთაო უფასო გამოკვლევა მიმდინარეობს.
C ჰეპატიტის საყოველთაო გამოკვლევა და მკურნალობა საქართველოში ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ტარდება.
შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი ხარაგაულის“ დირექტორ ქეთევან აბრამიშვილის ინფორმაციით, დაუკავშირდნენ C ჰეპატიტით დაავადებულებს და მიიწვიეს ამბულატორიაში უფასო გამოკვლევების ჩასატარებლად.
მსოფლიოში სულ ქრონიკული C ჰეპატიტი აღენიშნება 130-150 მილიონ ადამიანს. მასთან დაკავშირებული ღვიძლის გართულებებით ყოველწლიურად იღუპება 350 000-დან 500 000-მდე ადამიანი.
ექიმთან დროული მიმართვით შესაძლებელია ჰეპატიტისა და მასთან დაკავშირებული რისკების აცილება.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა