

სოფელი ჩრდილი მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მქონე სოფელთა ჩამონათვალში შევიდა, რაც ჩრდილელებს გარკვეული შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 7 ივლისს განიხილა პარლამენტარ ნოდარ ებანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი ცვლილება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში.
„მომავალში მთავრობამ შეიძლება განსაზღვროს მაღალმთიანი სოფლების განსხვავებული ჩამონათვალი, – ამბობს ნოდარ ებანოიძე, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, ვფიქრობ, მაღალმთიანის სტატუსი უნდა ჰქონდეს, მინიმუმ, დღეს ამ სტატუსის მქონე სოფლებს.“
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დღემდე მაღალმთიანი სოფლის სტატუსი ჰქონდათ შემდეგ სოფლებს: გოლათუბანი, ზვარე, ნადაბური, ნუნისი, ფონა და წიფა.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა