

სადგურ მარელისიდან სოფელ მარელისის ცენტრამდე 4 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის პროექტი იწყება.
საპროექტო-საღარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ტენდერში გამარჯვებულ შპს „გზამკვლევი 2001“ (დირექტორი ნიკოლოზ ყიფიანი) წარმომადგენელს შორის ხელშეკრულება 2 399 ლარზე გაფორმდა.
ხელშეკრულების თანახმად, საპროექტო დოკუმენტაცია 24 ივლისის ჩათვლით უნდა მომზადდეს.
ტენდერში ექვსი ორგანიზაცია მონაწილეობდა და 5 080 ლარზე იყო გამოცხადებული.
სოფელ მარელისის ცენტრალური საავტომობილო გზის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 1 200 000 ლარითაა განსაზღვრული.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა