

ბორის საჯარო სკოლა ჩაერთო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მცირე გრანტების კონკურსში პროექტით: ,,სასკოლო ბიბლიოთეკისათვის საჭირო ინვენტარით აღჭურვა.“ პროექტმა, რომლის ხელმძღვანელია სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაია ბარბაქაძე, გაიმარჯვა და დაფინანსდა. 27 ივნისს ბორის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკამ გამარჯვებული პროექტის ფარგლებში მიიღო 450 აშშ დოლარი ღირებულების – ფოტოაპარატი DPC-Nikon S 3600, სახლის კინოთეატრი და საპროექციო ეკრანი.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობდნენ იმერეთის რეგიონის სხვადასხვა სკოლები, გამარჯვება კი მხოლოდ ორმა სკოლამ, მათ შორის, – ბორის საჯარო სკოლამ, – მოიპოვა.
წარმატებული პროექტის ავტორი მაია ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ მცირე გრანტების გაცემა მოსწავლეების შემოქმედებითი ინიციატივების განსახორციელებლად ხელს შეუწყობს მათ ჩართვას ადგილობრივი თემის პრობლემების გადაჭრასა და სამოქალაქო ინიციატივებში, რაც მოსწავლეების მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას აამაღლებს.
აღნიშნულ პროექტს, სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ახორციელებს ორგანიზაცია PH International მხარდაჭერით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლებისა და დასაქმების ცენტრი.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა