

24 ივნისს ხარაგაულში რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღინიშნა. იუბილეს ფარგლებში ხარაგაულის კინო-თეატრის წინ გამოჩენილი კინოდოკუმენტალისტის, პოეტისა და მწერლის, რეზო თაბუკაშვილის, ბიუსტი იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ გახსნეს.
ღონისძიებაზე აჩვენეს ფილმი თეატრის დაარსებისა და საქმიანობის შესახებ; ასევე ფილმი, რომელშიც ცნობილი პიროვნებები იზა ვეფხვაძესა და ლიტერატურულ თეატრს 20 წლის იუბილეს ულოცავენ.
„ლიტერატურულმა თეატრმა არსებობის მანძილზე შექმნა 53 ლიტერატურული სპექტაკლი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 650 – ჯერ დაიდგა,“ – აღნიშნა ღონისძიების წამყვანმა გიზო თავაძემ.
ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა, რეჟისორმა და მსახიობმა იზა ვეფხვაძემ წარმოადგინა მონო სპექტაკლი „მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები“. სპექტაკლი რეზო თაბუკაშვილის ხსოვნას ეძღვნება.
სპექტაკლის შემდეგ თეატრს იუბილე მიულოცეს და რეზო თაბუკაშვილი გაიხსენეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
ღონისძიების ბოლოს იზა ვეფხვაძემ 20 წლის მანძილზე გვერდში დგომისა და მხარდაჭერისათვის თეატრის მეგობრებს მადლობის სიგელები გადასცა.
ღონისძიება დასრულდა რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრისგან დაფუძნებული ლიტერატურული კონკურსის – „ოდეონი“ – ჰიმნით.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა